სტროგანოვის ხატწერის სკოლა (რუს. Строгановская школа иконописи ან строгановские письма) — რუსული ხატწერის სკოლა, ჩამოყალიბდა XVI საუკუნის ბოლოს. სახელი მდიდარი ვაჭრებისა და მარილის მწარმოებლების — სტროგანოვებისგან — მიიღო, ვინაიდან ეს გამორჩეული ტექნიკა ყველაზე აშკარად გამოვლინდა მათ სახელთან დაკავშირებულ ნაწარმოებებში. ამ სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები მოსკოველი ხატმწერები იყვნენ, რომლებიც სამეფო კარის სახელოსნოებში მუშაობდნენ.
სტროგანოვებმა ხატწერის სფეროში ხატმწერთა შორის შრომის განაწილების პრინციპი შემოიღეს ვიწრო სპეციალიზაციით. ამავე დროს, პირველად ძველრუსული ფერწერის ისტორიაში სტროგანოვის სკოლის მხატვრებმა პეიზაჟის სილამაზისა და პოეტურობის აღწერა დაიწყეს. ამ სკოლის მხატვართა მიერ შესრულებული მრავალი ხატის ფონზე გამოსახულია პანორამული პეიზაჟები ტყისპირა მდელოებითა და გორაკებით, ოქროსფრად შეფერილი ტყის მასივებით, ბალახებითა და ყვავილებით, დახვეული ვერცხლისფერი მდინარეებითა და მრავალრიცხოვანი ცხოველებითა თუ ფრინველებით.
| ეს დაუსრულებელი სტატიაა ხელოვნების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |
| რუსული მხატვრული მიმდინარეობები |
| სტროგანოვის სკოლა | პერედვიჟნიკები | აბრამცევოს კოლონია | რუსული სიმბოლიზმი | მირ ისკუსტვა | კუბოფუტურიზმი | სუპრემატიზმი | კონსტრუქტივიზმი | რუსული ავანგარდი | სოცრეალიზმი | ნონკონფორმიზმი |
stock | retire | vm
Why are we here?
All text is available under the terms of the GNU Free Documentation License
This page is cache of Wikipedia. History