კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში (ინგლ. The University of California, Berkeley; UC Berkeley, Berkeley, Cal) — კალიფორნიის უნივერსიტეტის ცხრა კამპუსიდან უძველესი. დაარსდა 1868 წელს, მდებარეობს ბერკლიში, კალიფორნია და დაახ. 5 კმ² ფართობი უჭირავს.
ბერკლის ფიზიკოსებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში ატომური ბომბის შემუშავებაში, ასევე ომის შემდეგ წყალბადის ბომბის შექმნაში. ბერკლის მეცნიერებმა გამოიგონეს ციკლოტრონი, გამოიკვლიეს ანტიპროტონი, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ლაზერის კვლევაში, ახსნეს ფოტოსინთეზის პროცესი, აღმოაჩინეს მრავალი ქიმიური ელემენტი, მათ შორის, პლუტონიუმი, ბერკლიუმი, ლორენციუმი და კალიფორნიუმი.
| ეს დაუსრულებელი სტატიაა განათლების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ვიკიპედიას და შეავსოთ იგი. |
stock | retire | vm
Why are we here?
All text is available under the terms of the GNU Free Documentation License
This page is cache of Wikipedia. History